saqarTvelos mdinareebi - civi

ტერიტორიული ერთეულები მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტი
სათავე ეგრისის ქედი
შესართავი რიონი
სიგრძე 60 კმ
აუზის ფართობი 199 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 6.17

 

სინონიმი: ცივა.

მდინარე მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტში. რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ მთისწინეთში ზღვის დონიდან 363 მ. სიგრძე 60 კმ, აუზის ფართობის 199კმ2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. მთელი წლის განმავლობაში იცის წყალმოვარდნები, უფრო ხშირი და მძლავრი ზაფხულში და შემოდგომაზე. იყენებენ წისქვილების ასამუშავებლად.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6.17 მ3/წმ.